"სოხუმზე არ იწერებოდა სიმღერები, რადგან არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გახსნისას და აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს "ილუზიურად" ვაკონტროლებდით.
"სოხუმში არ ისმოდა ქართული ენა. ყველამ გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რამდენი ქართული სიმღერა არის დაწერილი სოხუმზე. ყველა სიმღერა დაწერილი იყო ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზედაც კარგი სიმღერები დაიწერა, სოხუმზე არ იწერებოდა სიმღერები, რადგან არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველო საქართველოს მთავრობის კონტროლიდან გასული იყო.
"დასავლეთ საქართველო გასული იყო საქართველოს კონტროლიდან. ეს ყველას დაგვავიწყდა და ახლა ყველაზე მთვარი ყვირილი არის ის, რომ აი, ჩვენ მიწებს ვკარგავთ".