"დღეს საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ისტერიულად, გააფთრებით ეწინააღმდეგებიან იმას, რომ პარლამენტი ქუთაისში გადმოვიდეს და ეს ხალხი პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გახსნისას.
მისი თქმით, ამ ხალხს, გარდა იმისა, რომ "ისედაც ემსახურებიან მტერს, რუსეთის დროშის ფერებში აქვთ გადაწყვეტილი მთელი თავისი საქმიანობა",
"მინდა ავუხსნა მათ, თავიანთთვის მაინც იცოდნენ, თუ ამას არასოდეს აღიარებენ, რას ვაკეთებთ დღეს საქართველოში. პარლამენტი გადმოგვაქვს ქუთაისში და ძალიან კარგად ვიცი, რას ვაკეთებ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ", _ განაცხადა სააკაშვილმა.