2012 წლის 2 მაისს „დემოკრატიული მოძრაობისა" და „სახალხო კრების" ახალგაზრდული ფრთის წევრები შეუერთდნენ „სამოქალაქო ფრონტის" მიერ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციას.
ახალგაზრდებთან ერთად აქციაზე მივიდნენ „დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია და მთავარი საბჭოს წევრი თამარ ცინცაბაძე, ასევე „სახლახო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და დარბაზის წევრები.
გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს აქცია არის მიმართული ხელისუფლების უსამართლობის, მისი ჯალათების წინააღმდეგ. „სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების შედეგად, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებით, საქართველოში სამართალდამცავების ხელით ათობით ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩებში დაიხვრიტა, ამას ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში არათუ საზოგადოების პროტესტი არამედ ქვეყნის ხელისუფლების იპმიჩმენტი მოყვებოდა"-აღნიშნეს „დემოკრატიული მოძრაობისა" და „სახალხო კრების" წევრებმა.