ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდღე ხუბულოვის გარდაცვალებიდან 6 წლსთავთან დაკავშირებით დღეს თბილისის ქუჩებში საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა მოეწყო. მსვლელობა, რომლის მთავარი მოწოდება იყო - "დაისაჯონ მკვლელები".
აქციის მონაწილეების სავავტომობილო კოლონამ გაიარა თბილისის რამდენიმე ცენტრალური გამზირი, შეჩერდნენ შსს-ს სხვადასხვა უწყებებთან - მივიდნენ "მოდულის" შენობასთან, შემდეგ კი გადაინაცვლეს ორთაჭალაში, შსს-სა და მთავარი პროკურატორის შენობებთა.
შსს-თან და პროკურატურასთან აქციის მონაწილეებმა დატოვეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. შსს-სთან აქციის ორგანიზატორებმა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჭიშკართან გააკრეს პლაკატი, რომელზეც გაშიფრული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აბრევიატურა "შსს" შემდეგნაირად "შენი სიცოცხლე საფრთხეშია".
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა არის მიმართული სწორედ იმის თქმისკენ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულური, როგორც სხვა არაერთი ქართველი ახალგაზრდა გასული წლების განმავლობაში, სწორედ შსს-ს თანამშრომლების მიერ იყვნენ მოკლულები და მათ მკვლელობაში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე.
მსვლელობის მონაწილეები შეუერთდნენ ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანს. რომლებიც შეკრებილი არიან სწორედ იმ ადგილას, სადაც 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურავ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი გარდაიცვალნენ.