დღეს, 2 მაისს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა, ქართველ კოლეგას, აკაკი მინაშვილსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს შეხვდება.
ესპანელი სტუმარი შეხვდება ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს.
3 მაისს, ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა დაათვალიერებს გაფორმების ეკონომიკური ზონას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, იუსტიციის სახლს, თბილისის ღირსშესანიშნაობებს და სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს.
ვიზიტის დასასრულს, ესპანელი სტუმარი სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძესთან გამართავს შეხვედრას.
ესპანელი სტუმარი ქვეყანას 4 მაისს დატოვებს.