"კატეგორიულად ვითხოვ, ბიძინა ივანიშვილმა ან უარყოს, ან არგუმენტებით დაასაბუთოს ის ბრალდება, რომელიც დღეს ჩემ მიმართ წამოაყენა", _ განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ივანიშვილის გაზეთ "ალიასთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.
მისი თქმით, ის ადამიანი, ვინც საკუთარი ღირსების შელახვას აპატიებს ვინმეს, არც სამშობლოს გამოადგება.
"არავის ვაპატიებ, არც ჩემი და არც ჩემი თანამებრძოლების და იმ ადამიანების შეურაცხყოფას, ვისაც ჩვენი სჯერა. ადამიანი, რომელიც სხვას თავისი ღირსების შელახვას აპატიებს, არც სამშობლოს გამოადგება და არც თავის თანამებრძოლებს", _ განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ივანიშვილისგან კონკრეტული ფაქტების მოყვანას მოითხოვა.
შეგახსენებთ: გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ივანიშვილი ბურჯანაძეს ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებს.