„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა" და NDI-ს ორგანიზებით სასტუმრო „ციტადინში" ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომლის განმავლობაშიც ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტები და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქალთა ფრთის წარმომადგენლები იმსჯელებენ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობაზე.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნობიან ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას, ქალთა ორგანიზაციების მუშაობასთან, ქალი კანდიდატების მხარდაჭერასთან და ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ლობირებასთან დაკავშირებით.
კონფერენცია გახსნეს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და მაგდა ანიკაშვილმა.მასში მონაწილეობას იღებენ „ქრისტიან-დემოკრატი" ლიდერი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებდიან .
„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია „ქრისტიან-დემოკრატი" ქალებისათვის, იმისათვის რომ მათ უკეთ მოახერხონ თავისი საქმიანობის ორგანიზება და ლობირება გაუწიონ, როგორც პარტიის შიგნით ისე მის გარეთ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება და სოციალური საკითხები." განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.