ახალ პარლამენტში დეპუტატების სამუშაო დღე 12 საათზე დაიწყება. პარლამენტში ინიცირებული ახლი რეგლამენტის თანახმად, მომავალ პარლამენტში სხდომები ორშაბათს და პარასკევს გაიმართება და სხდომები 11 საათის ნაცვლად 12:00 საათზე დაიწყება.
რეგლამენტის მოქმედი რედაქციით, პარლამენტში ერთი კვირა საკომიტეტო განხილვებს ეთმობა, მომდევნო კი სესიებს. მომავალ პარლამენტში პირველ კვირას დასაშვები იქნება როგორც პლენარული სხდომის, ისე საკომიტეტო მუშაობის გამართვა.
თუ ახლა პლენარული სხდომები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 11:00-დან 19:00 საათამდე იმართება, მომავალ პარლამენტში სხდომები მხოლოდ ორშაბათსა და პარასკევს გაიმართება.
მომავალ პარლამენტში დეპუტატები ერთსაათიანი შესვენებით 15:00-დან 16:00 საათამდე ისარგებლებენ. ახლა კი სხდომაზე შესვენება 2 საათიანია და ის 14:00-დან 16:00 საათამდე ცხადდება.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას დაიწყება.