"პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე კერძო ორგანიზაცია, რომლებიც მზად არიან მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიონ სტუდენტებს", _ აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დავალებით, განათლების სამინისტრომ სტუდენტური ბარათების დამზადებაზე დაიწყო მუშაობა.
"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა სტუდენტური გარათების კონცეფციაზე. სტუდენტური ბარათით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს", _ განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ სტუდენტური ბარათის საშუალებით, სტუდენტები სხვა და სხვა შეღავათებით ისარგებლებენ.
"ბარათის მეშვეობით, სტუდენტები ისარგებლებენ სხვა და სხვა ფასაკლებებითა და შეღავათებით, სხვა და სხვა ტიპის ტრანპორტით მგზავრობისას, ასევე კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და სავაჭრო ტიპის დაწესებულებებსა და კომპანიებში", _ განაცხადა პრესსპიკერმა.
მანჯგალაძის განცხადებით, სტუდენტური ბარათებით სარგებლობა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა.
"სტუდენტური ბარათით სარგებლობა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა და სტუდენტური ბარათით ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება გაიიაფოს ცხოვრება და თავისი ცხოვრება გაცილებით ხელმისაწვდომი გახადოს", _ აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.