დღეს, 1-ელ მაისს, ქალაქ ბრისტოლში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება. გამოფენა ეძღვნება ორი ქალაქის - თბილისისა და ბრისტოლის - დაძმობილების 24 წლისთავს.
ბრიტანელი დამთვალიერებლის წინაშე წარდგენილი იქნება მხატვრების: ოლეგ ტიმჩენკოს, თინა ცხადაძე-რატიანის, ლევან ხარანაულის, დავით ალექსიძის, კოტე სულაბერიძის, მიხო ქოცაკიძის და მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრები.
ბრისტოლის მთავარი მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიციაზე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული 21 ტილო გამოიფინება.
გამოფენაზე მიწვეული იქნებიან ბრისტოლის მერიის წარმომადგენლები და მათი სტუმრები, მასმედიის, ქართული დიასპორის და საელჩოს წარმომადგენლები.
გამოფენა ბრისტოლის მთავარ მუზეუმში 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.