მიხეილ სააკაშვილმა თავის ოჯახთან ერთად ყვარელში ლიტვის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა. სააკაშვილმა და პირველმა ლედიმ, სანდრა ელისაბედ რულოვსმა, ანდრიუს კუბილისუსა და მის მეუღელეს ქართული ტრადიციები გააცნეს.
ლიტველი სტუმრები ქართული პურის გამოცხობას დაესწრენ, ხოლო შემდეგ ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ყვარელში სტიმრობისას ლიტვის პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქარი გადასცა: პირველი ოფიციალური ლიტვური დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს.