საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორაგანიზაციისგან სადამკვირვებლო მისების მოთხოვნის თაობაზე პასუხი მიიღო
,,პირველი ოფიციალური გამოხმაურება, როგორც ასეთი წერილობითი გამოხმაურება, მოგვაწოდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების ადამიანთა უფლებათა დაცვის ოფისმა შემოკლებით ,,ოდირმა" ", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოთხოვნის შესახებ მიმართა.
,,საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ოფიციალური წერილი დააგზავნა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და სხვადასხვა დედაქალაქში იმ თხოვნით, რომ, სადამკვირვებლო მისიები რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდნენ საქართველოში და ზედამხედველობა გაუწიონ წინასაარჩევნო პროცესს", _ განაცხადა ნინო კალანდაძემ.