პარლამენტის იურიდიული კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებს 4 მაისს განიხილავს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია კიდევ რამდენიმე რეგიონში გამართავს შეხვედრებს და შემდეგ განხილვა პარლამენტში მოხდება.
კერძოდ, სახალხო განხილვის კომისია 1 მაისს ზუგდიდსა და ბათუმში შეხვდება მოსახლეობას, 2 მაისს კი ახალციხეში. ამის შემდეგ კი კომისიის შემაჯამებელი სხდომა თბილისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სესიაზე განხილვას მომავალ სესესიო კვირაში დაიწყებს.