საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე პირების მიმართ, გარკვეული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პარლამენტმა იმსჯელოს.
როგორც კუბლაშვილმა კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" პარლამენტის მიმართ, შესაბამის მიმართვასთან დაკავშირებით აღნიშნა, ინიციატივა საინტერსოა და კომიტეტებმა უნდა შეისწავლონ ვროპის სახელმწიფოების რეაქცია ამ საქმეთან დაკავშირებით.
"ვიცი, რომ ევროპარლამენტმა ასეთი რეკომენდაციით მიმართა ევროპულ სახელმწიფოებს. არსებობეს ე.წ შავი სია, სადაც შედიან ის თანანმდებობის პირები, რომლებიც უკავშირდებიან მაგნიტსკის საქმის დეტალებს. ვფიქრობ რომ, როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროპის სახელმწიფოების რეაქცია ამ სამქესთან დაკავშირებით საყურადღებოა და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება შეასაბმისი ნაბიჯები გადაიდგას. კომიტეტებმა დეტალები უნდა მოვიძიოთ და ალბათ მერე გვექნება მსჯელობა პარლამენტში", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ სანქციებზე და შეზღუდვებზე საუბარი რთულია.
"ვიცი, რომ ევროპარლამენტი სთავაზობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, შეზღუდონ ამ პირთა საბანკო ანგარიშები და ა.შ მაგრამ ეს საქართველოში როგორ იქნება არ ვიცი და რა გაგრძელება მოჰყვე დრო გავჩვენებს" - დასძინა კუბლაშვილმა.
კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.
"კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დამცველთა საერთაშორისო ინიციატივას და მიიღოს კანონი, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის პატიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილსა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს დააწესებს", - ნათქვამია კოალიციის მიმართვაში.