"ჯერჯერობით, არანაირი მოლაპარაკება, ან მსჯელობა იმის შესახებ, თუ რანაირად შეძლება ეს ორი აქცია გაერთიანდეს, ან დაუკავშირდეს, ან არ დაუკავშირდეს არ ყოფილა, თავის დროზე ყველა დეტალს მოგახსენებთ", _ განაცხადა ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ 26 მაისი მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთრებაა.
"26 მაისი ყველას ეკუთვნის და არა მარტო ხელისუფლებას. 26 მაისი არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და იგი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს და ყველას აქვს უფლება რაღაცა დაუკავშიროს ამ თარიღს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,სახალხო კრებასთან" აქციის ერთობლივად გამართვის თაობაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
,,ჩემთვისაც ცნობილია, რომ ისინიც აპირებენ 26 მაისს ღონისძიების ჩატარებას. თუმცა არანაირი ინფორმაცია სახალხო კრებისგან არ მიგვიღია. იმისდამიუხედვით, თუ რა შემოთავაზება მოვა მათგან, იმის შემდეგ საკითხი განიხილება. ჯერჯერობით, არანაირი მოლაპარაკება, ან მსჯელობა იმის შესახებ, თუ რანაირად შეძლება ეს ორი აქცია გაერთიანდეს, ან დაუკავშირდეს, ან არ დაუკავშირდეს არ ყოფილა, თავის დროზე ყველა დეტალს მოგახსენებთ".
შეგახსენებთ, 26 მაისს ,,სახალხო კრების" წარმომადგენლებიც აქციას გეგმავენ.