,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, ქართულ ჯარში ბევრი ხარვეზი არსებობს და სიტუაცია მთლიანად შესაცვლელია. Pპირველ რიგში კი ჯარის დეპოლიტიზაციაა აუცილებელი.
"ქართული ოცნება" იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ძალიან ბევრი რამ ქართულ ჯარში, შ.ს.ს ჯარში, რეზერვის საკითხთან დაკავშირებით არის შესაცვლელი. განსაკუთრებით ის მიდგომა, რომელიც აქვს ხელისუფლებას ამ შეიარაღებული ძალების მიმართ. საჭიროა მისი დეპოლიტიზაცია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას" აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმა გააჩნია.
"პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება სწორედ ამ საკითხების მიმოხილვა და თუ როგორ გვესახება ეს სტრუქტურები მომავალ საქართველოში, ეს ჩვენს პროგრამასთან ერთად მალე გახდება ცნობილი", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.