,,ნატო არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსთვის, ამიტომ ეს საკითხი არ გადაისინჯება", _ განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეს საკითხი არ გადაიხედება.
,,ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს საკითხი არ გადაისინჯება, რადგან ნატო არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსთვის, ამიტომ ეს საკითხი არ გადაისინჯება", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს ყველა იმ გზას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული.
,,საქართველოს ერთადერთი გზა არის ნატოსკენ მიმავალი გზა და ამ მიმავალ გზაზე, რა მისიაშიც ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება, ყველგან უნდა მოიხადოს თავისი საერთაშორისო ვალი. ასე ვფიქრობ, კოსოვოს შემთხვევაში და ასე ვფიქრობ, ნატოს სხვა მისებში მონაწილეობაზე", -განაცხადა ფანჯიკიძემ.