,,ჩვენ ჯერჯერობით დაზუსტებული არ გვაქვს, რისი საშუალება გვექნება, სად გვექნება აქციის ჩატარების საშუალება", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მათთვის პრიორიტეტული ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონია.
,,პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნება" აპირებს 26-27 მაისს მასშტაბური აქციის გამართვას. აქ გაუგებრობა გამოიწვია ორმა თარიღმა და ორმა ადგილმა, რომელიც აქციის ჩატარების ადგილად იყო გამოცხადებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერჯერობით დაზუსტებული არაა გვაქვს, რისი საშუალება გვექნება, სად გვექნება აქციის ჩატარების საშუალება. თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტულია ბორის პაიჭაძის სტადიონი, რომელიც 70 000 მაყურებელს იტევს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თმით, აქციის ჩასატარებლად განაცხადი მიხეილ მესხის სტადიონზეც შეიტანეს.
,,თუკი არც ერთ დღეს არ მოხერხდება ამ სტადიონის დაკავება მაშინ ჩვენ გვაქვს, მეორე ალტერნატივა, ეს არის მიხეილ მესხის ეროვნული სტადიონი, რომელიც მოცულობით უფრო ნაკლებია და თუ სხვა გზა არ გვექნა აქ გავმართავთ აქციას და ჩვენ ვიპოვით გზებს, დავაკმაყოფილოთ აქციაზე მომსვლელი ყველა ადამიანის სურვილი", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე.
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი სტადიონს ვერ გამოიყენებენ აქციის ჩასატარებლად მათ სხვა ალტერნატიული გეგმებიც გააჩნიათ.
,,იმედი მაქვს ორივე სტადიონის ხელმძღვანელობა დადებითად გამოეხმაურება ჩვენს განაცახადს და სტადიონს მივიღებთ. თუ სასწაული მოხდა და ვერცერთ დღეს ვერცერთ სტადიონს ვერ მივიღებთ, ჩვენ სხვა იდეებიც გვაქვს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში 26-27 მაისს აქციის გამართვას გეგმავს.