საქართველო ნატოს ძლიერი მოკავშირეა, ამის შესახებ განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.
კუბილიუსი დარწმუნებული, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკული ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება, რადგანაც ქვეყანა ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.
"საქართველოს ნატოს ძლიერო მოკავშირეა. თუ გადავხედავთ იმ რიცხოვნებას, როგორც საქართველოა წარმოდგენილიო ავღანეთში, ნათელია რომ საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის ჩიკაგოს სამიტი ერთობ წარმატებული იქნება. ჩვენ ჩვენის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს დავუჭერთ"- აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.