ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკების დაწყება სწორედ, რომ მათი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს დაემთხვევა და ლიტვასა და საქართველოს ერთად ბევრი საზეიმო ექნებათ. შესაბამისი განცხადება ლიტვის პრემიერის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
"ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს და იმ მიზნებს რაც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გვუსურს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდეს. მე საქართველოში ჩამოვდივარ იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლო. ჩემს ქვეყანაში მე მიცნობენ, როგორც კრიზისის პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები არის საკმაოდ წარმატებული ყველა მიმართულებით და საქართველომ ეს გაკვეთილები სხვებსაც უნდა გაუზიაროს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს რათა საქართველოს დავეხმაროთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარეები გავხდებით, 2013 წლის მეორე ნახევარში, ერთად ძალიან ბევრი საზიმო გვექნება"- აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები იმედოვნებენ, რომ ლიტვისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.