,,თამაზ თამაზაშვილი დაიჭერს ერთ-ერთ მთავარ პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში," _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ თამაზ თამაზაშვილმა საკუთარი თავისუფლება ანაცვალა იმ საქმეს რასაც ,,ქართული ოცნება" ახორციელებს.
,,ბატონი თამაზ თამაზაშვილი იქნება ჩვენი პარტიის წევრი და როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში იგი დაიჭერს ერთ-ერთ მთავარ პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან ამის კარგი გამოცდილება გააჩნია", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, თამაზ თამაზაშვილი ივანიშვილის განცხადებით, უკანონოდ იარაღის ჩადების საფუძველზე დააკავეს.
,,4 ოქტომბერს გავაკეთე განცხადება და ექვსში უკვე დააკავეს ტრადიციული წესით, ავტომატის ჩადებით, რაღაც დაჟანგული ავტომატი ჩაუდეს", _ განაცახდა ივანიშვილმა".