თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატი ზაზა გაბუნია, პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე და პროექტების მენეჯერი, ნუცა შავლაძე ლონდონის მერის ბორის ჯონსონის მიწვევით მონაწილეობას ლონდონის მერის საარჩევნო კამპანიაში იღებენ.
"ბოლო ხანებში განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ბრიტანელ კონსერვატორებთან. გვაქვს მჭიდრო, საქმიანი და პროდუქტიული ურთიერთობა. ამის გამოხატულება გახლავთ ისიც, რომ ჩვენ ლონდონის მერის მიწვევით მონაწილეობას ვიღებთ ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიაში", - აცხადებს ზაზა გაბუნია.
ლონდონის მერის არჩევნები 3 მაისს გაიმართება. მთავარ კონკურენტებად კონსერვატორების კანდიდატი და მოქმედი მერი ბორის ჯონსონი და ლეიბორისტების კანდიდატი კენილ ივინგსტონი სახელდება.