აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას იგეგმება. თუმცა მანამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის № 4 დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფი დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე როსტომ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გივი ლომინაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი აკაკი გასვიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ თორდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მთავარი სპეციალისტი გია წუწუნავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი თამაზ სანიკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იგორ კოპალიანი.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს 2012 წლის 10 მაისამდე წარუდგინოს კონკრეტული წინადადებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით.