პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს.
კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და თბილისის მერიას. საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების ადგილისა და დროის თაობაზე უახლოეს დღეებში გაცნობებთ.