პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკურ სკოლაში ლექციებს წაიკითხავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
უნივერსიტეტის რექტორმა შენაი იალჩინიმ და დამფუძნებელმა ენვერ იუჯელიმ, ბაქრაძეს უნივერსიტეტის სამომავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი ქართველ სტუდენთებთან დაკავშირებით სხვადასხა პროექტების განხორცილეებას გეგმავს. კერძოდ, უნივერსიტეტი საქართველოდან ჩასულ სტუდენტებს 50%-იანი ფასდაკლებით სწავლას, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უფასო სწავლას სთავაზობს.
ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი თურქეთის უდიდეს უნივერსიტეტთა სამეულში შედის, მასში 70 კოლეჯია გაერთიენებული და 150 000 სტუდენტი სწავლობს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკურ სკოლაში საპატიო დოქტორანტის რანგში ლექიებს წაიკითხავს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დილარ ხაბულიანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი შევქეთ ერჯან თუნჩი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევენთ მურათი.