საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში, კონტროლის პალატის ახალი სახელწოდების შესახებ, ისევ ცვლილებაა. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილების პირველადი ვარიანტით, კონტროლის პალატას ,,აუდიტისა და ფინასური გამჭვირვალეობის უმაღლესი პალატა,, უნდა დარქმეოიდა. თუმცა, როგორც საკონსტრიტუციო ცვლილებების განმხილველი საორგანოზაციო კომისიის წევრმა, დეპუტატმა ანდრო ალავიძემ განმარტა, 40-მდე ევროპული ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კონტროლის პალატას ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახური,, ეწოდოს.
კომისიამ დღეს შემაჯამებელი სხდოიმა გამართა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.