,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს და თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პრეზიდენტის განცხადებას არაადეკვატურად მიიღებენ.
,, ბუნებრივია, ეს იყო არარეალისტური. ვფიქრობ, ნებისმიერ პოლიტიკურ მათ შორის საერთაშორისო დონეზე აბსოლუტურად არარეალისტურად იქნება აღთქმული. მას არაფრის გაკეთების თავი არა აქვს. სააკაშვილმა რაც გააკეთა და რა შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა ყველამ კარგად ვიცით. დროა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და გადაწყვეტილება მივიღოთ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ვიქტორ დოლიძემ.
Mმისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი სასირცხვილოა როდესაც ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობს.
,,ამგვარი ტერმინოლოგიით როდესაც საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი მნიშვნელობა არ აქვს ვისზედაც არ უნდა საუბრობდეს, მართალი გითხრათ, ცოტა მეუხერხულება და ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობასაც არ მოსწონს მიხელ სააკაშვილის ასეთი ლექსიკით საუბარი", _ აღნიშნა დოლიძემ.
შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ხელისუფლებიდან წავიდეს.