"ქრისტიან-დემოკრატებიდან,, დავით ლორთქიფანიძის წასვლას, ყოფილი თანაგუნდელები ,,ოქრო-ვერცხლის სიყვარულით,, ხსნიან. როგორც „ქრისტიან-დემოკრატიების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ფრაქციის აპარატის ყოფილი უფროსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, 2008-2010 წლებში, ლორთიქფანიძე შემჩნეული იყო ვანელებისთვის ფულის მოპარვაში.
მისივე თქმით, ლორთქიფანიძემ იცოდა, რომ ამ საკითხის გამო მას პარტიიდან გაუშვებდნენ.
„დათო ლორთქიფანიძის ბინძური საცვლების გამოფენას საჯაროდ არ ვაპირებდი, მანამ სანამ ამ საკითხზე თავად არ დაიწყო საუბარი. 3 თვის წინ ვანელებისგან გავიგე, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატების,, მიერ ვანში აგიტატორებისთვის გამოყოფილი ფული, ვანელების ნაწილმა არ მიიღო. რამდენი წაიღო ლორთქიფანიძემ არ ვიცი, მაგრამ ის ოქროსა და ვერცხლის მოყვარული კაცია და ახლაც ამან სძლია. ამ ადამიანისთვის არანაირ ღირებულებებს არა აქვს ფასი, მას ფული უყვარს. ღმერთმა შეარგოს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ადამიანები", - აღნიშნა დეპუტატმა.
დავით ლორთიქფანიძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი გახდა. მისი განმარტებით, პარტიიდან წასვლა ,,ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობის გამო გადაწყვიტა.