"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი ახვლედიანი და ჯაბა სამუშია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ დაზარალებულ ასეულობით ოჯახთან ერთად ქ.თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ის მიწები მოინახულეს, რომელიც მოსახლეობას ადგილობრივი არჩევნების პერიოდში მერიამ მოუზომა და დაპირდა, რომ ეს ტერიტორია მათ დაუკანონდებოდათ. თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა და აღნიშნული მიწების გასხვისება დაიწყო.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის სასამართლო დავა, რომელიც ახლა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. აუცილებელია სასამართლომ დაავალოს ფინანსთა სამინისტროს, რომ უახლოეს სამ თვეში შეიმუშავოს სპეციალური წესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კოოეპარტიული ბინათშენებლობის პროცესში დაზარალებული ოჯახების დავალიანების დაფარვას უზრუნველყოფს. აღნიშნული წესის დადგენის შემდეგ ამ ადამიანების უფლებები დაცული იქნება, რადგან პროცესი კონკრეტული რეგულაციების ჩარჩოებში მოექცევა." - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.