კალიფორნიაში ყველაზე მოდური სასმელი - ღვინო მარიხუანით ხდება. აღნიშნული ღვინის წარმოება უკვე ბევრმა ღვინის ქარხანამ დაიწყო. ღვინო ნარკოტიკებთან ერთად აშშ-ში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.
როგორც მარიხუანას მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი კლაინ კარტერი განმარტავს, ასეთი ღვინის წარმოებისას ძირითადად Cabernet Sauvignon-ი გამოიყენება. ნარკოტიკის შემცვლელი ღვინის წარმოებისას, მწარმოებლები ერთ ბოთლ ღვინოზე 1,2 გრამ ნარკოტიკს უმატებენ.
აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 28,5 გრამზე მეტი მარიხუანას ქონა 100 დოლარით ჯარიმდება. ცნობისათვის, აშშ-ში სამედიცინო მიზნებისათვის მარუხუანას გამოყენება 1996 წლიდანაა ნებადართული.