,,მე, რომ პარლამენტარი ვიყო, შეურაცხყოფილი დავრჩებოდი იმ პასუხებისგან რასაც საერთოდ, ისმენენ პარლამენტარები მთავრობის წევრებისგან", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მას საპარლამენტო დებატებისთვის, არ უყურებია და მიიჩნევს, რომ ყურება არც ღირდა, მაგრამ ფანჯიკიძის აზრით, საუბარი იქნებოდა, იმაზე თუ როგორი უშეცდომო ხელისუფლება გვყავს.
,,ამ კონკრეტულ დებატებისთვის არ მიყურებია, მაგრამ წარმომიდგენია, ლაპარაკი იქნებოდა იმაზე, რა კარგად მუშაობს მთავრობა და არავითარი საკრიტიკო მას არ ჭირს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი დარწმუნებულია, მთავრობის მხრიდან ვერცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შესაბამის პასუხს ვერ მიიღებდა.
,,სამწუხაროდ, არ მიყურებია ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და არც მიმაჩნია, რომ ყურება ღირდა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დასმულ შეკითხვებზე ადეკვატურ პასუხს ვერ მივიღებდით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს ოთხმა მინისტრმა უპასუხა.