დღეს, გამთენიისას, ძველ თბილისში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ასკანის ქუჩაზე ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უსახლ-კაროდ დარჩა რამდენიმე ოჯახი.
სახლის ნგრევის მიზეზი მისი ავარიულობა გახდა. ნგრევის შედეგად საცხოვრებელი სახლის ერთი საყრდენი კედელი მთლიანად ჩამოიშალა.
ასკანის 8 ნომერში, სადაც შემთხვევა მოხდა, სულ სამი ოჯახი ცხოვრობდა. მათ ალტერნატიული ფართით დედაქალაქის მერია დღესვე დააკმაყოფილებს.