,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"" დეკლარაციაში არ ჩანს არანაირი პარტიული ხედვა და იგი მხოლოდ ,,ქართული ოცნების" სურვილებს ეფუძნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა გია ნოდიამ განუცხადა.
,,დეკლარაციებს ყველა იღებს და ამ კუთხით ,,ქართული ოცნება" გამონაკლისი არაა, იმიტომ რომ დეკლარაცია უნდა მიეღოთ. თუმცა არანაირი ხედვა ამ დეკლარაციაში არ ჩანს, არის მხოლოდ მათი სურვილები: რა კარგია, რომ იყოს დემოკრატია, ხალხი კარგად ცხოვრობდეს და ა.შ. თუმცა ამის მიღწევის გზები დეკლარაციაში არ ჩანს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გია ნოდიამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს""დეკლარაცია საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.