საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა გაჟღერა თავისი გადაწყვეტილებაა დაბალანსოს ურთიერთობები გერმანიასთან.
მისი თქმით, გერმანიამ ერთპიროვნულად - მთელი ევროპის ნაცვლად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.
ოლანდის განცხადებებს, გერმანიის მხრიდან კომენტარები არ მოჰყოლია. თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ორი მთავარი მოთამაშის ურთიერთოებეში ბზარის გაჩენა, სამომავლოდ, ევროკავშირისთვის მეტად პრობლემური იქნება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის წინ, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ოლანდი სარკოზის 8-10%-ით უსწრებს. პირველ ტურში კონკურენტებს შორის სხვაობა 1,6% იყო.