"ქართველმა ხალხმა არჩვევნების გზით უნდა გადაწყვიტოს, ის თუ რომელი მთავრობა სურს ხელისუფლებაში", - განცხადა საქართველოში ლიტვის ელჩმა დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდება.
"მინდა ვთქვა რომ საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ქვეყნის განვითარების პოზიტიური ხედვა აქვთ. ისინი ყველა სფეროში მართლაც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებენ. ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით უნდა გადაწყვიტოს, ის თუ რომელი მთავრობა სურს ხელისუფლებაში Eეს მათი ნებაა", _ განცხადა საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების კურსს ქართველი ხალხიც მხარდაჭერას უცხადებს.
"რაც შეეხებ საქართველოს პოლიტიკურ კურსს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს იმ კურსს, რომლითაც ქვეყანა ვითარდება. Aამას ადასტურებს ის გამოკითხვები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებს და რომლის მიხედვითაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს, ქვეყნის კურსს",_ განცხადა იონას პასლაუსკასმა.
შეგახსენებთ, მედვედევმა ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ურთიერთობას აღდგენს მხოლოდ სხვა ხელისუფლებასთან.