აშშ-მა იტალიას შვიდი ანტიკვარული ნივთი გადასცა, რომელიც სხვადასხვა პერიოდშია მოპარული.
დაბრუნებულლ ფასეულობაში შედის ძველი როომის დროინდელი პატარა ზომის სკულპტურა და ორი კერამიკული ვაზა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია კავშირები გალერიებთან და აუქციონის სახლებთან, თუმცა ამ საქმეებზე ჯერ არავინაა დაკავებული.
ბოლო პერიოდში ამერიკის ხელისუფლებამ გააძლიერა ბრძოლა ხელოვნების ნიმუშების შავ ბაზართან.