თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი თუ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გავა, ამით ჩვენ რუსეთს მივანიჭებთ ვეტოს უფლებას ნატოს გაფართოების პროცესზე ეს კი ალიანსმა არ უნდა დაუშვას, - განაცხადა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ვილსონმა კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე, სადაც მიწვეული ჰყავდათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები.
მისი თქმით, ალიანში გერმანია მაშინ მიიღეს, როცა ორ ნაწილად იყო გაყოფილი.
"ვფიქრობ სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, სადაც ითქვა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მუშაობას, რათა ქვეყანას დავეხმაროთ თავდაცვის და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ უნდა შევქმნათ დიალოგისთვის საჭირო გარემო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე", - განაცხადა დევიდ ვილსონმა.