რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოახდენს გავლენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ აშშ-ის კონკგრესმენს ტეხასიდან თედ პოს, რომელმაც ქიდენაუს ჰკითხა, რომ ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, რის გამოც საქართველო ვერ გახდა საქართველო ნატოს წევრი არის, ის რომ მის ტერიტორიაზე ისევ იმყოფებიან რუსი სამხედროები. "რამდენად მოქმედებს ეს ფაქტორი და თუ მას მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ რატომ არაა საქართველო ნატოს წვრი"
საქართველოს საკითხზე მსჯელობა კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე გაიმართა, სადაც მიწვეული ჰყავდათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები.
თინა ქეიდენაუ აღნიშნა, რომ აშშ-ის მტკიცე რწმენაა, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა შეეზღუდოს არჩევანი თუ რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს და ეს თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს.
"რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოახდენს გავლენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე. შეერთებული შატატები და ნატო მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. უმაღლეს დონზე ჩვენს შორის ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. ვთვლი, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმარტებაშ ამ დრომდე კარგად წარმოვაჩინეთ", - განაცხადა ქიდენაუმ.
კონგრესმენის კითხვაზე, მაშინ როდესაც საქართველოს 25 პროცენტი ოკუპირებულია, რა გაკეთდა ამის წინააღმდეგ გარდა კონკრეტული წინადადებებისა, ქეიდენაუმ უპასუხა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს
"ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია და ტერიტორიულ ინტეგრაციას შემდეგშიც დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება პრაქტიკულ ქმედებებს, ჩვენს საქართველოს რეფორმებს ვუჭერთ მხარს. დემოკრატრიის განმტკიცებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებებია. უკვე ვხედავთ ამ ყველაფრის დადებით შედეგს. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთის ოპერაციებში და ვაფასებთ ყველაფერ ამას. მოქმედმა ადამინისტრრტაციამ ასევე მხარი დაუჭირა მილიარდი დოლარის ტრანშის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად. ვფიქრობ ამის გათვალისწინებით კარგად ჩანს, ჩვენი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ქეიდენაუმ.