საქართველო ნატოში გაწევრიანების საუკეთესო კანდიდატია და იმსახურებს ნატოს წევრობის სააპლიკაციო გეგმას ჩიკაგოს სამიტზე, - განაცხადა აშშ-ის კონკგრესმენმა ინდიანადან დენ ბარტონმა კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე, სადაც მიწვეული ჰყავდათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დაეხმარება ქვეყანას წარმატებული რეფორმების განხორციელებაში.
"ნატოს წევრებმა ასევე უნდა დააფასონ საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. საქართველოს მალე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება. ქართველი სამხედროები ყველაში საშიშ ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან, სადაც შეერთებული შტატების სამხედროები და მხარდამხარ იბრძვიან. სამწუხაროდ კი ამ კვირაში ერთი ქართველი სერჟანტი გარდაიცვალა", - განაცხადა კონგრესმენმა დენ ბარტონიმ.