საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ყოფნას დიდხანს აპირებს. მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე "ქართული დასის" ლიდერს მიმართა და განაცხადა, რომ მასთან ოპონირებას მთელი ბიოგრაფიის მანძილზეა შეჩვეული და ისტორია გრძელდება.
"მთელი ჩემი ბიოგრაფიის მანძილზე ჩვენ ერთმანეთის ოპონენტები ვართ. თქვენ, როგორც წესი, მეგობრობდით იმ ადამიანებთან, ვისაც მე ვაკრიტიკებდი და თქვენ აკრიტიკებდით იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ისტორია გრძელდება, მაგრამ მე იმედი მაქვს, ოდესმე თანამოაზრეები გავხდებით, მაშინ როცა ჩვენ პოლიტიკაში აღარ ვიქნებით", - განაცხადა მერაბიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ის დრო უფრო ადრე დადგება, როცა ბაღათურია არ იქნება პოლიტიკაში, თავად კი აქ ყოფნას ცოტა დიდხანს აპირებს.
შსს მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ ეს ხუმრობით ითქვა.