კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, თურქეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულება საზოგადოებოსთვის შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც პარლამენტში სამთავრობო საათზე მინისტრმა განაცხადა, თურქეთსა და საქართველოს შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე, მხოლოდ ხელშეკრულების პროექტი არსებობს.
მისი თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკება გრძელდება და სტენოგრამული მიწერ-მოწერისა და საქმიანი საუბრების საზოგადოებისთვის გაცნობა, მოლაპარაკებების პროცესს ჩაშლის. რუსუას განცხადებით, როგორც კი მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ამის შესახებ ყველასთვის გახდება ცნობილი.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის" მინისტრისგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის გაცნობას და პროცესში საპატრიარქოსა და საზოგადოების ჩართვას მოითხოვდა.