შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პოლიცია ,,ნაციონალურ მოძრაობაზე,, რეიტინგულია. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე პოლიციის პოლიტიზირების საკითYხზე საუბრისას განაცხადა.
,,საზოგადოებაში რომ არსებობდეს განცდა იმისა, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია, მისი რეიტინგი დაბალი იქნებოდა. პოლიციას უფრო მეტი - 87%-იანი რეიტინგი აქვს, ვიდრე ~ნაციონალურ მოძრაობას~- აღნიშნა მინისტრმა.
მისვე თქმით, პოლიციის გამჭვირვალე შუშის შენობების ექსპორტი მინიმუმ 5 ქვეყანაში იგეგმება.
,,მას შემდეგ, რაც საქართველოში კრიმინალი შემცირდა, ჩემს მოადგილეებს უფრო მეტი თავისუფალი დრო დარჩათ და საქართველოს რეკლამირებით არიან დაკავებულები. უკვე არის შეთანხმება ლიტვის მერიასა და თბილისის მერიას შორის, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ლიტვაში შერჩეულ ადგილას გაკეთდეს თბილისის სკვერი, სადაც დაიდგმება ქართული პოლიციის გამჭვირვალე შენობა. ეს იქნება ქართული რეფორმის პირველი ექსპორტი, ქართული პოლიციის შენობა დაიდგმება ლიტვაში,, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც.