შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს წინააღმდეგ სჭირდება, - განაცხადა პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
"არა მგონია, რომ დარბაზში იყოს ვინმე, რომელიც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მათ სჭირდებათ საქართველო ერთიანად მთლიანად. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული მთავრობები არიან რიგითი ჩინოვნიკები დიდ რუსულ იერარქიაში, რომლებშიც შედის ფე-ეს-ბეც, "გრუც" და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე აქტიური მუშაობა "გრუს" წინააღმდეგ უწევს.
"მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად მაინც "გრუ" მუშაობს და ჩვენი სამსახური უმთავრესად ამ სამსახურის წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ მეტყველებს "ფე-ეს-ბესა" და სხვა უსაფრთხოების სამსახურების კეთილ განწყობაზე საქართველოს მიმართ", - დასძინა მინისტრმა.