შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტის ოჯახის წევრების ფინანასური ურთიერთობის შესახებ საკითხზე პასუხი არ აქვს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.
პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციური ფრაქციის მიერ ფინანსურ საკითხებზე დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს კომპეტენციიდან გამომდინარე.
მისი განმარტებით, 2004 წლიდან მოყოლებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს ფინანსურ დანაშაულებთთან დაკავშირებულ საქმიამონებს.
"აქ იყო დასმული ფინანსურ საკითხებზე კითხვა და მე გამიჭირდება მასზე პაუსის გაცემა" - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ბოდიში მოიხადა რამდენიმე კითხვის ზოგადი ფორმის გამო, პასუხის გაუცემლობაზე.
ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, მიერ ფინანსურ საკითხებზე მინისტრისთვის გაგზავნილი კითხვა ფეთჰულაჰ გულენის კომპანია „ჩაღლარის" და პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა ფინანსური ურთიერთობებს შეეხებოდა.
აღნიშნულ კომპანიასა და პიროვნებას, მინისტრისთვის გაგზავნილი 8 კითხვიდან კიდევ ორი ეხებოდა. მათ შორის, თუ რა ინფორმაციას ფლობს შს სამინისტრო ფეთჰულაჰ გულენის წარსულისა და აწმყოს შესახებ, თურქეთის ხელისუფლების მიერ მისი არაერთგზის დაპატიმრებისა და საქართველოს პრეზიდენტზე მისი ზეგავლენის შესახებ.