შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილი რუსული ინვესტიციების საქართველოში შემოდინებას მიესალმება.
როგორც მან პარლამენტში სამთავრობო საათზე აგენტურის თემატიკაზე საუბრისას განაცხადა, იგი მოხარულია, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების 80% რუსული და კიდევ ბევრი რუსული კომპანია ცდილობს ინვსტიციები ჩადოს საქართველოში.
"როგორც ამბობენ ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი კაპიტალი მისასალმებელია. საქართველოში კიდევ იგეგმება ძალიან დიდი რუსული ინვესტიციები ენერგეტიკის დარგში. „ვი-თი-ბი,, ბანკი, „რაოოესი" და სხვა კომპანიების მოღვაწეობა საქართველოს ინტერესებს სრულად შეესაბამება,, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ასევე მიესალმება ნებისმიერი ადამიანის ჩართვას საქართველოს ინტერესებში, მიუხედავად მისი წარსულისა.