შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მზადაა ისევ მიიღოს ვლადიმერ სანაკოევი, თუკი იგი ჩადგება საქართველოს სამსახურში. ამის შესახებ მან პარლამენტში სამთავრობო საათზე ოპოზიციური ფრაქციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ,,რუსეთში გადასვლის შემდეგ სანაკოევმა მოყვა, როგორ გახდა თავის დროზე რუსეთის კაგებეს აგენტი; როგორ მიიღო დავალება, ჩამოვიდა საქართველოში, რეგულარულად ხვდებოდა ვანო მერაბიშვილს და ამირან მესხელს, როგორ გამოიყენა ისინი თავისი მიზნებისათვის; როგორ შეასრულა მიღებული დავალება და დაბრუნდა რუსეთში და ვინ უნდა აგოს ამისათვის პასუხი?,,
მინისტრის განმარტებით, ვოვა სანაკოევი აქტიურ როლს ასრულებდა კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომ გადაწყვტიოს ამ საქმიანობას დაუბრუნდეს ხვალ, ან ზეგ და გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ მხარის საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ამის საშუალებას დღესაც დიდი სიამოვნებით მისცემს.
,,რა ბეგრაუნდი და რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს მას, ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ნებისმიერ განცხადებას, ვისიც არ უნდა იყოს, ვინმეს განცხადება, არის ის თუ არა რუსეთის დაზვერვის თუ უსაფრთხოების აგენტი,, - აღნიშნა მინისტრმა.