"დემოკრატიული მოძრაობა" უკრაინელ ხალხს 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს.
"26 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მის შედეგებს დღემდე საკუთარ თავზე გრძნობს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი", -
ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" თანადგომას უცხადებს ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება მათ ადეკვატურ თანადგომასა და დახმარებას აღმოუჩენს.