თბილისსა და მთელ აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი კიდევ სამი დღე შენარჩუნდება.
სინოპრიკოსების პროგნოზით, 22 იანვარს თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, რაც აღმოსავლეთში შედარებით ძლიერ ქარს გამოიწვევს.
გამოდარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23 იანვრიდანაა მოსალოდნელი.
ამჟამად კი, ზვავსაშიშროების გამო კვლავ ჩაკეტილი რჩება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთი.