იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პარლამენტში, სამთავრობო საათზე არ მივა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დადასტურებულია, რომ სამთავრობო საათზე 4 მინისტრი მივა, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს ის საკანონმდებლო ორგანოში თბილისში არყოფნის გამო, ვერ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ადეიშვილის პარლამენტში მისვლას ოპოზიციონერი დეპუტატები წინა თვის სამთავრობო საათზეც ითხოვდნენ, თუმცა საზღვარგარეთ ყოფნის გამო მის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი მივიდა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" დღეისთვის პარლამენტში დაგეგმილ სამთავრობო საათზე 5 მინისტრის მისვლას ითხოვს. მათთვის გაგზავლნილი 26 - დან, 5 შეკითხვა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა სამთავრობო საათზე მისვლისთვის მზად არიან.
სამთავრობო საათი დღეს 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.