"ქართულ ოცნებას" არ შესწევს შესაძლებლობა მმართველ გუნდს რეალური კონკურენცია გაუწიოს, თუმცა გარანტირებული აქვს მოხვდეს პარლამენტში, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუხცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" არ არის ის ძალა, რომელიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა არჩევნებზე ის "ნაცმოძრაობის" რეალური მეტოქე ვერ იქნება.
"ქართული ოცნება" არ არის ის ძალა, რომელიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა ქართულ ოცნებას" გარანტირებული აქვს მოხვდეს პარლამენტში და იქ იყოს ძირითადი ოპოზიციური ძალა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გია ნოდიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მხარდამჭერებს კარგავს.